21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქმედი იარაღისა და დრონების კონტრაბანდის არხი გაანეიტრალა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, გამოვლენილი და განეიტრალებულია იარაღისა და რუსული დრონების კონტრაბანდის არხი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან შავი ზღვის გავლით მოქმედებდა.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული სქემა გამოიყენებოდა იარაღის, საბრძოლო დანიშნულების უპილოტო აპარატებისა და სხვა აკრძალული ტვირთების ფარული გადაზიდვისთვის. უკრაინული მხარის ცნობით, სპეცოპერაცია ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა და მისი საბოლოო ეტაპი რამდენიმე პირის დაკავებითა და მნიშვნელოვანი რაოდენობის კონტრაბანდული ტვირთის ამოღებით დასრულდა.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოებას აქვს სრული უფლება, გააკონტროლოს პროცესიც, ვადებიც და შესრულების ხარისხიც” – წალენჯიხაში ახალი სპორტული ცენტრი აშენდება
შემდეგი სტატიაიშვიათი დაავადებების მართვისთვის ახალი რეგისტრი იქმნება — რა იცვლება პაციენტებისთვის