უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე ორი რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.
ასევე დადასტურდა სადისპეტჩერო კოშკზე დარტყმა, რამაც შეიძლება გაართულოს აეროდრომზე ფრენების ორგანიზება და კონტროლი.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის „ალფა“-ს შორი მოქმედების დრონებმა ორი სუ-27 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს ბელბეკში, რუსეთის სამხედრო
აეროდრომზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ერთ-ერთი თვითმფრინავი სადესანტო ზოლზე იმყოფებოდა, საბრძოლო მასალით დატვირთული და საბრძოლო მზადყოფნაში. ის განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.


















