უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ურთიერთქმედებით, გასულ ღამით იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ზუბოვოში მდებარე ტექნოპარკ „რეზონიტზე“.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „რეზონიტის“ მიერ წარმოებულ ელექტრონულ პროდუქციას რუსეთში ფართოდ იყენებენ მაღალტექნოლოგიური იარაღისა და ტექნიკის დასამზადებლად.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ტექნოპარკის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია აფეთქებები, თუმცა, შედეგები დაკონკრეტებას საჭიროებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ტექნოპარკზე უკრაინელი შეტევის შესახებ.