9 მაისის აღლუმამდე 5 დღით ადრე უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია – დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინული დრონი მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მოსფილმოვსკაიას ქუჩაზე ჩამოვარდა. დაზიანებულია შენობის ზედა სართულების ფასადი და მინები. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დაშავებული არავინაა.














