25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

უკრაინამ მოსკოვის საწვავით მომამარაგებელ ნავთობგადამქაჩ სადგურზე მეორე დარტყმა განახორციელა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SSU) ამ თვეში უკვე მეორედ მიიტანა იერიში ნავთობგადამქაჩ სადგურ „ვტოროვოზე“, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ წევრებმა წარმატებული დარტყმა ვლადიმირის ოლქში მდებარე „ვტოროვოს“ მილსადენის საწარმოო და საკონტროლო სადგურზე განახორციელეს. ეს ოპერაცია ნაწილია იმ 40-დღიანი გეგმისა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე იერიშებს ითვალისწინებს.

„ვტოროვო“ სს „ტრანსნეფტ-ზემო ვოლგას“ შემადგენლობაში შედის და წარმოადგენს საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბს, საიდანაც ნავთობპროდუქტები როგორც შიდა ბაზარს (მოსკოვის წრიულ ნავთობსადენსა და დიდ ნავთობაზებს), ისე ბალტიის ზღვის პორტების გავლით ექსპორტს მიეწოდება.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ობიექტის ტექნიკურ შენობებს დაარტყეს, რასაც აფეთქება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა „ვტოროვოზე“ წინა დრონების შეტევა მიმდინარე წლის 10 ივნისს განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიკონგოში ებოლას ვირუსს კიდევ ასობით ადამიანი ემსხვერპლა – ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება
შემდეგი სტატიამამუკა გვილავა: ზაფხული ცხელი გვექნება, კონდიციონერები კი გამოსავალი არ არის