23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

უკრაინამ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ორივე მთავარი დანადგარი მწყობრიდან გამოიყვანა

Reuters-ის ინფორრმაციით, უკრაინამ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ორივე მთავარი დანადგარი მწყობრიდან გამოიყვანა, ქარხანამ მუშაობა, სულ მცირე, რამდენიმე დღით შეაჩერა.

Reuters წერს, რომ 18 ივნისს ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისას დაზიანდა ნავთობის გადამამუშავებელი ბლოკი.

გამოცემა წერს, რომ ამ ბლოკში შედის ნავთობის პირველადი გამოხდის დანადგარი, რომლის ნომინალური წარმადობა დღეში 140 ათასი ბარელია და ის ქარხნის პირველადი გადამუშავების სიმძლავრის 47%-ს უზრუნველყოფს. მათივე ცნობით, ასევე დაზიანდა დამხმარე მოწყობილობები, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავები, მილსადენები და მეორადი გადამამუშავებელი დანადგარები.

Reuters-ის ცნობით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის დედაქალაქს საწვავით ამარაგებს და რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტია.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: გაფართოების თემაზე საუბრის დაწყების გამომწვევი გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო
შემდეგი სტატიანინო კალანდაძე: ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ დასავლეთთან რეალური დიალოგისთვის მზად არ არის