20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

უკრაინამ მოსკოვის აეროპორტების საწვავის მთავარ ბაზას დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სიღრმეში, ვლადიმირის ოლქში მდებარე სტრატეგიული ნავთობბაზა „ვტოროვო“ დაბომბა.

იერიში სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ მებრძოლებმა დრონებით მიიტანეს.

ეს ობიექტი რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის მოსკოვის მთელ რეგიონს ამარაგებს საწვავით.

სწორედ ამ ბაზიდან იღებს დიზელსა და საავიაციო ნავთს მოსკოვის სამი უდიდესი აეროპორტი: „შერემეტიევო“, „დომოდედოვო“ და „ვნუკოვო“. SBU-ს ცნობით, დრონების წარმატებული თავდასხმის შედეგად, 800 მ² ფართობზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმა აჩვენებს კრემლის სისასტიკეს
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობენ