უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის მოქალაქეებს ჯოჯოხეთშიც კი არ მიატოვებს – არახამია

“უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის მოქალაქეებს ჯოჯოხეთშიც კი არ მიატოვებს”, – ამის შესახებ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია აზოვსტალიდან ევაკუაციის შესახებ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში საუბრობს. ვიდეო მან უკრაინის ვიცეპრემიერ ირინა ვერეშჩუკთან ერთად გადაიღო.

“… ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია წარმატებით დასრულდა. 100-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები უსაფრთხოდ არიან. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო და ბევრი ადამიანია. თუმცა, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის მოქალაქეებს ჯოჯოხეთშიც კი არ მიატოვებს” – ამბობს არახამია.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რუსეთის კიბერუსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ძალიან წააგავს პათოსს, რომელიც აქვს საქართველოში ავანტიურისტულ პოლიტიკურ პარტიებს – სარჯველაძე