უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანის ფრონტზე რუსული დრონი Мерлін-ВР ჩამოაგდო. ეს რუსეთის შეიარაღების შემადგენლობაში მყოფი ყველაზე ძვირადღირებული დრონია. დრონის ფასი $300 000-ს აღემატება. აღნიშნულ სატესტო სადაზვერვო დრონს 5 კმ სიმაღლემდე ასვლა, ჰაერში 10 საათამდე გაჩერება და 600 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია.