10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

უკრაინამ ხრუსტალნიში მდებარე პილოტების სასწავლო ცენტრი დაბომბა

უკრაინამ ხრუსტალნიში მდებარე პილოტების სასწავლო ცენტრი დაბომბა.

 „დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობაზე, რომელიც იმყოფებოდა: სასწავლო კომპლექსის შენობაში (ფართობი 2 600 კვ.მ) და დროებითი დისლოკაციის პუნქტის შენობაში (ფართობი 5 700 კვ.მ). სასწავლო ცენტრში სრული კურსით იმყოფებოდნენ არტილერიის ოპერატორები, სხვა უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები, ინსტრუქტორები და სასწავლო ცენტრის მართვის ოფიცერთა შემადგენლობა.
ლოკაციაზე ერთდროულად იმყოფებოდა 30-მდე ერთეული მსუბუქი ავტოტრანსპორტი. მოწინააღმდეგის დაღუპულთა და დაჭრილთა დანაკარგების რაოდენობა იმალება, თუმცა დიდი ალბათობით მოგვიანებით გახდება ცნობილი „გაჟონვების“ ან მათივე წყევლა-კრულვის პოსტების მეშვეობით.

ოკუპანტებო, წყევლეთ თქვენი ხელისუფლება, რომელმაც კონტრაქტები გაგიფორმათ და თქვენი დედები, რომლებმაც ომში გამოგიშვეს“,_  წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ “მადიარ” ბროვდი Telegram-არხზე.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია: სადაც კი შესაძლებელი იყო ყველგან გაზარდეს ფასები
შემდეგი სტატიაკაიუტებში გამოკეტილი მგზავრები – რა ხდება ლაინერზე, სადაც ვირუსმა სამი ადამიანი იმსხვერპლა