უკრაინამ ყირიმისა და ხერსონის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩონგარის ხიდზე იერიში მიიტანა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩონგარის ხიდზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმა წარმატებით შედგა და ხიდი დაზიანდა.

“უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს ჩონგარის ხიდს 29 ივლისს დილით. მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ვაგნერი” ბელორუსის დასავლეთით გადაადგილდება
შემდეგი სტატიაკიევის ძეგლს “სამშობლოს” “დედა უკრაინა” დაერქმევა