უკრაინამ ხერსონში რუსების სამეთაურო შტაბი დაბომბა და 50-მდე უფროსი ოფიცერი ააფეთქა – არესტოვიჩი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში, წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და რუსეთის ფედერაციის ორმოცდაათი ოფიცრის აფეთქება მოახერხეს. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს: ჩვენ ხერსონის რეგიონში მოწინავე არმიის სამეთაურო პუნქტი ავაფეთქეთ. ადგილზე დაახლოებით, 50 უფროსი რუსი ოფიცერი იყო. მათი ბედი უცნობია, თუმცა აფეთქება ხმამაღალი იყო“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

მან ასევე აღიარა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ერთ დღეში, ზაპოროჟიესა და იზიუმის მიმართულებით, „ორიოდე კილომეტრით“ წინსვლა მოახერხეს.

„საკითხავია, წინ წავიდნენ იმიტომ, რომ უკრაინელები დაამარცხეს, თუ უკრაინის ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს და ისინი შემოუშვეს? ეს ყველაფერი კილომეტრიანი წინსვლაა, რომელიც რუსეთის ოპერაციის მიზნებს არ შეესაბამება“, – ამბობს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.

banner
წინა სტატიაშიტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი, დიდება უკრაინას – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება – ნაპოვნია 412 ცხედარი