უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელ სტავკიში რუსული ნახევრად მიწისქვეშა ლოგისტიკური კომპლექსი გაანადგურეს. ინფორმაციას Telegram-არხი Nikolaevsky Vanyok ავრცელებს, რასაც NASA-ს FIRMS-ის თანამგზავრული მონაცემებიც ადასტურებს, რომელმაც ტერიტორიაზე ძლიერი თერმული ანომალია დააფიქსირა.
ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე რუსული სამხედრო ობიექტი, რომელიც სამეთაურო პუნქტებს, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის საწყობებს მოიცავდა.
ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე რუსული სამხედრო ობიექტი, რომელიც სამეთაურო პუნქტებს, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის საწყობებს მოიცავდა.
ოპერაციაში ჩართული იყვნენ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები, ეროვნული გვარდიის „ლაზარის ჯგუფი“ და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების „ვენომის“ (34-ე ცენტრი) უპილოტო სისტემები.
მიწისქვეშ კარგად დაცული ობიექტების გასანადგურებლად უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მათ შორის არიან დაღუპულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები. ოპერაციის ამსახველი დეტალები და საბრძოლო კადრები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.
















