29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

უკრაინამ გერმანიისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-T-ის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-T-ის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო.

„ჩვენ მივიღეთ IRIS-T-ის ახალი გამშვები დანადგარი. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანების დაცვაში შეტანილი მუდმივი წვლილისთვის. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის წყალობით, ათასობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. თუმცა, რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად, ჩვენ ასევე გვჭირდება რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რათა საკმარისი შესაძლებლობები გვქონდეს“,- აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მნიშვნელოვანი შეთანხმებებია შვედეთთანაც, კერძოდ, მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მათ შორის უკრაინული ავიაციის გასაძლიერებლად Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით.

მისივე თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით 2300-ზე მეტი დამრტყმელი დრონი, თითქმის 1560 მართვადი ავიაბომბი და 108 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი საშუალებების შეძენას იწყებს
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ბოფორტის ციხე დაიკავეს