უკრაინამ გერმანიისგან სარაკეტო სისტემები და თვითმავალი ჰაუბიცები მიიღო

გერმანიამ უკრაინას მძიმე იარაღის მორიგი პარტია მიაწოდა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა Mars II და თვითმავალ ჰაუბიცები გადაეცა.

„დაპირებული Mars II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და Panzerhaubitzen 2000 თვითმავალი ჰაუბიცები მიწოდებულია. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სიტყვას“, – განაცხადა ლამბრეხტმა.

გარდა ამისა, უკრაინამ გერმანიისგან 30 გეპარდის ტანკი უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიროდესაც არაგამჭვირვალე სანქციებზე ეჭვი არსებობს, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აიძულონ შემობრუნდეს პოლიტიკაში – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატიახელისუფლებას აქვს მზადყოფნა კონკრეტულ პრობლემებზე იმუშაოს და გადაჭრის გზები მონახოს – სარჯველაძე