უკრაინამ გერმანიიდან „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩი მარტინ იეგერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„გერმანიიდან მესამე „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში უკვე ჩავიდა. ეს გააძლიერებს ქვეყნის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვას თვითმფრინავებისგან, დრონებისგან და რაკეტებისგან“, – წერს გერმანელი დიპლომატი.
ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ სისტემის უკრაინულმა ეკიპაჟმა ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიაში შესაბამისი ტრენინგი წარმატებით გაიარა.