უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს.
როგორც მედია წერს, კომპანიას სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა.
შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.
გარდა ამისა, პერსონალური სანქციები დაუწესდა Georgian Airways-ს დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს.