20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

უკრაინამ გაანადგურა რუსეთის თვითმფრინავი-ამფიბია ბე-200 “ალტაირი” და სატვირთო გემი საბრძოლო კომპლექტით

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა განაცხადეს, რომ განადგურებულია რუსეთის მრავალფუნქციური ამფიბიური თვითმფრინავი ბე-200 „ალტაირი“ და ვერტმფრენის კა-27 და მშრალი ტვირთმზიდი, რომელსაც საბრძოლო კომპლექტი გადაჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა განახორციელეს „მიზნობრივი დარტყმების სერია რუსეთის სამხედრო ძალების თვითმფრინავებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ლოგისტიკურ ობიექტებსა და პირადი შემადგენლობის განლაგებაზე“.

უპილოტო ძალების ცნობით, ქალაქ იეისკში ჩამოაგდეს თვითმფრინავი ბე-200 „ალტაირი“ და ვერტმფრენი კა-27, ანექსირებულ ყირიმში საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პანცირ-1C“, ხოლო ბერდიანსკში მიზანში მოარტყეს მშრალ ტვირთმზიდ გემს, რომელსაც საბრძოლო კომპლექტი გადაჰქონდა.

რუსეთში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების განცხადებაზე.

banner
წინა სტატიაშიჯანმო ჰანტავირუსის შემთხვევების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა – პრესსამსახური