27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

უკრაინამ ევროკავშირისგან 2.8 მილიარდი ევრო მიიღო

ევროკომისიამ მხარდაჭერის პროგრამა – Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინას დაახლოებით 2.8 მილიარდი ევრო გადასცა.

კომისიის განცხადებით, აღნიშნული თანხა დახმარების მეშვიდე ტრანშია, რომლის მიზანიც უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაა.

„უკრაინის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების სიჩქარემ და ერთგულებამ აღნიშნული თანხის გამოყოფა განაპირობა. ახლა ჩვენ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი პროგრესისთვის ნიადაგს ვამზადებთ“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.

banner
წინა სტატიაშისევინჩ სადიგოვა: აფგან სადიგოვი ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს
შემდეგი სტატიასკოლებში ახალი სახელმძღვანელოები 2028-2029 სასწავლო წლამდე ეტაპობრივად დაინერგება – კანონპროექტი