უკრაინამ ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყა – გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყეს – ინფორმაციას გენშტაბი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებენ.

გენშტაბის ცნობით, აეროდრომებზე იერიში, ოთხშაბათს ღამით მიიტანეს. სამიზნე ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნეგოროდსკის ოლქებში მდებარე აეროდრომები იყო – საუბარია ხალინოს, სავასლეიკას, ბორისოგლებსკისა და ბალტიმორის აეროდრომებზე.

გენშტაბში ამბობენ, რომ ხსენებულ აეროდრომებზე განლაგებულია ავიაცია, გამანადგურებელი-ბომბდამშენები – Су-34, გამანადგურებლები – Су-35 და სხვა სამხედრო თვითმფრინავები.

“მთავარი სამიზნე იყო საწვავის საწყობები და თვითმფრინავების იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება”, – წერია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაიტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს