27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინამ დრონებით დაარტყა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის დრონის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 700 კილომეტრზე მდებარეობს, თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ეს კიევის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შორეული თავდასხმა იყო მთელი ომის განმავლობაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმას მნიშვნელოვანი წარმატება უწოდა.

უკრაინულმა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანია Fire Point-მა განაცხადა, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელა განახლებული FP-1 დრონებით. კომპანიამ ამ ფრენას რეკორდული უწოდა, როგორც მოიერიშე დრონების რეკორდული ფრენა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით ქუქჩიშვილი რუსთავში დაკრძალეს
შემდეგი სტატიათბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა