უკრაინამ დრონებით ბრიანსკში საბრძოლო მასალის საცავებზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალის საცავებზე, რომლებიც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრშია განლაგებული, დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.

მათვე ცნობით, იერიშის შედეგად სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა.

“ცნობილია, ხანძრის სულ მცირე ორი კერის შესახებ, რომელიც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გაჩნდა. მოხდა განმეორებითი აფეთქებას. ამ დროისთვის ბრიანსკში ძლიერი ხანძარია”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ჩრ. კორეასთან ორმხრივ თავდაცვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც მხარეებს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ავალდებულებს
შემდეგი სტატიაცესკომ საიას, “ძლიერი საქართველოსა” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საჩივრები არ დააკმაყოფილა