28.1 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 10, 2026
banner

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 17 ბავშვი დაიბრუნა

ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრიი ერმაკი ავრცელებს:

„უკრაინის პრეზიდენტის „დააბრუნეთ ბავშვები უკრაინაში“ ინიციატივის ფარგლებში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 17 უკრაინელი ბავშვი და მოზარდი გამოიყვანეს.

17 წლის ბიჭი რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა შუაღამისას იარაღის მუქარით წაიყვანეს და საათობით კითხავდნენ – მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების გარეშე. მას ემუქრებოდნენ და აშინებდნენ მისი პროუკრაინული პოზიციის გამო.

16 წლის გოგონას დაემუქრნენ, რომ დედას წაართმევდნენ, რადგან მან უარი თქვა რუსული დოკუმენტების ქონაზე და ოკუპაციის პროგრამით სწავლობდა.

15 წლის ბიჭი და მისი 13 წლის და სასწაულებრივად გადაურჩნენ კასეტური ბომბებით დაბომბვას, მოგვიანებით კი საოკუპაციო ხელისუფლებამ ისინი არჩევანის წინაშე დააყენა: ან ბავშვები რუსულ სკოლაში წავიდოდნენ, ან ოჯახი სახლს იძულებით დატოვებდა.

დღეს ყველა ბავშვი უსაფრთხოდ არის: ისინი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას იღებენ და შეუძლიათ ახალი ცხოვრება დაიწყონ თავისუფალ უკრაინაში. მადლობა „გადავარჩინოთ უკრაინა“-ს და ჩვენს ყველა პარტნიორს ბავშვების გადარჩენაში დახმარებისთვის. ჩვენ ვასრულებთ პრეზიდენტის დავალებას – ყველა ბავშვი სახლში დავაბრუნოთ” -წერს ერმაკი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიმოწყალების თხოვნას აიძულებდა და თანხას სრულად ართმევდა – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპოკროვსკის მიმართულება: სამი ე.წ. “ქვაბი” და უკანდახეული ოკუპანტები ორმხრივ ცეცხლში