უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დარტყმების შედეგად მინიმუმ 10 აფეთქება მოხდა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, უკრაინული მხარის მთავარ სამიზნეს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის 51-ე შტაბი წარმოადგენდა.
ამ ეტაპზე იერიშისა და მიყენებული ზიანის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერჯერობით არ გავრცელებულა. საგამოძიებო და სამხედრო უწყებები დეტალებს ამოწმებენ.
















