უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებით, ჯარისკაცებმა სოფელ რივნოპოლის გათავისუფლება შეძლეს.
კონტრშეტევის დაწყების შემდეგ უკრაინამ კონტროლი 10-მდე დასახლებაზე დაიბრუნა.