21 ივნისს და 22 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დარტყმები მიაყენეს რუსი აგრესორის ობიექტებს. ინფორმაციას უკრაინის გენ.შტაბი ავრცელებს.
„მოსკოვის ოლქში დარტყმა განხორციელდა კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრ „დუბნაზე“. ობიექტზე შეინიშნება მასშტაბური დაკვამლიანება. მტრის ზარალი ზუსტდება;
უკრაინელმა მეომრებმა დაარტყეს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მომზადების პოლიგონს ლუჰანსკის ოლქის ტერიტორიაზე, დებალცევეს რაიონში, აგრეთვე უას-ის მართვის პუნქტებს დონეცკის ოლქის მირნოჰრადისა და პერებუდოვას რაიონებში;
გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტებზე რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ილიოკ-პენკოვკას რაიონში და დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში;
ასევე დაზიანებულია0 საავტომობილო ხიდი ზაპორიჟიეს ოლქის ვასილივკას რაიონში, რომელიც გამოიყენება ჯარების გადასასროლად და რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებისთვის.
მონაცემთა დამატებითი ანალიზის შედეგად, დადასტურდა 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში მდებარე პორტ „კავკაზის“ ინფრასტრუქტურისა და ორი საავტომობილო ბორანის დაზიანება. ეს ობიექტები გამოიყენება უკრაინის სამხრეთ რეგიონებში რუსული საოკუპაციო ძალების უზრუნველყოფისთვის.
უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ რუსი აგრესორის შესაძლებლობების სისტემურ შემცირებას უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში“,_ წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენ შტაბი სოციალურ ქსელში.

















