14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

უკრაინამ დაარტყა რუსეთის 100 მილიონი დოლარის ღირებულების რადარს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე მილეროვოს სამხედრო აეროდრომზე განთავსებულ „ნებო-უ“-ს ტიპის რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყეს.

აღნიშნული ობიექტი უკრაინის წინააღმდეგ „შაჰედის“ ტიპის და სხვა უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვებად გამოიყენებოდა, – განაცხადა 27 აგვისტოს უპილოტო სისტემების 429-ე ცალკეულმა ბრიგადამ „ახილესმა“.

ბრიგადის შორი მანძილის დარტყმითმა ასეულმა მიზანში ამოიღო აეროდრომზე არსებული რადარი, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

“ჩვენ ვამყარებთ ცეცხლის კონტროლს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე მილეროვოს სამხედრო აეროდრომზე, ფრონტის ხაზიდან 170 კილომეტრის დაშორებით. აქედან მტერი რეგულარულად უშვებს „შაჰედებს“ და სხვა ტიპის საბრძოლო თუ სატყუარა დრონებს“. – წერს 429-ე ცალკეული ბრიგადა.

banner
წინა სტატიაშიმარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: რა შეურაცხყოფაც შეიძლება პოლიტიკოსს მიაყენოს მისმა ლიდერმა, ყველა ეს შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა მდინარაძეს