უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსი აგენტი, რომელიც რუსეთის დავალებით, 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელი ჩასაფრებას უკრაინელი სამხედროს საცხოვრებელ სახლთან გეგმავდა და მის დაცხრილვას ავტომატით აპირებდა.
გამოცემის ცნობით, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა თავდასხმა ჩაშალეს და მკვლელი 8 მაისს დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ფიგურანტი აღმოჩნდა მტრის მიერ გადაბირებული რეციდივისტი დონეცკის ოლქიდან, რომელიც წარსულში განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ნაკლების ჩვენება


















