26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

უკრაინამ და უნგრეთმა ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრელი თემის უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და უნგრეთმა ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრელი თემის უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია უნგრეთის პრემიერმინისტრის პიტერ მადიარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ისტორიული შეთანხმება უნგრეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ეხება ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრული თემის საგანმანათლებლო, კულტურულ, ენობრივ და პოლიტიკურ უფლებებს, ძალაში შევიდა. რამდენიმე კვირაში ჩვენ შევძელით იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ორბანის მთავრობამ ათი წლის განმავლობაში ვერ გადაჭრა“,- განაცხადა მადიარმა.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინამ აიღო ვალდებულება ყოვლისმომცველად მოაწესრიგოს ის საკითხები, რომლებიც ეხება ზაკარპატიეში მცხოვრები დაახლოებით 100 000 ეთნიკური უნგრელის საგანმანათლებლო, ენობრივ, კულტურულ და პოლიტიკურ უფლებებს

banner
წინა სტატიაშიმამუკა ფიფია: 40-ზე მეტ ქართული კომპანიისთვის ახლო მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს
შემდეგი სტატიამოძრაობა „პროტესტSHE” გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობაა ასახული