უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს.

„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა 2022 წლიდან რუსეთის ტყვეობაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან უკრაინელები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში: დონეცკსა და მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში იბრძოდნენ.

„გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანია ყველა ჩვენიანის გათავისუფლება რუსეთის ტყვეობიდან. მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” ეუთოს ასამბლეაზე საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა – ოპოზიციური პარტიები
შემდეგი სტატიანიდერლანდები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს