უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები მეოთხედ გაცვალეს – გათავისუფლებულია 30 ადამიანი

უკრაინამ და რუსეთმა დღეს, 14 აპრილს, პატიმრები მეოთხედ გაცვალეს, მათ შორის, 22 სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს მოხდა სამხედრო ტყვეების მორიგი, მეოთხე გაცვლა. გავცვალეთ 5 ოფიცერი და 17 რიგითი ჯარისკაცი. ასევე, გაათავისუფლეს 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 1 ქალი. სულ 30 ჩვენი მოქალაქე დღეს სახლში მიდის“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“ – ბინძურად და ამორალურად იქცევიან – ეს არის ყველანაირი გაგებით „ღალატის პარტია“
შემდეგი სტატიაკიევში ჩეხეთის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ჩავიდნენ