უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში ვიზიტისას მოაწერა ხელი.
ზელენსკიმ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსული მხარის მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ უკრაინას საპასუხო რეაქცია ექნება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ინიციატივა შუამავლობის შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის.