უკრაინამ და ლიეტუვამ დრონების შეთანხმება გააფორმეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას მთავარი ყურადღება ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას დავუთმეთ და შევთანხმდით ურთიერთქმედებაზე დრონების შეთანხმების ფორმატში: ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულება. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ორივე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მნიშვნელოვანია, რომ იგი აგებულია ურთიერთგაგების პრინციპზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რეალურად და ხელშესახებად უჭერენ მხარს ჩვენს თავდაცვას.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტების გუნდი ლიეტუვაში იმუშავებს უსაფრთხოების საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად. პირველ ყოვლისა, ეს ეხება თანამედროვე საფრთხეებისგან დაცვას და ჩვენი სახელმწიფოებისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენი გამოწვევები საერთოა და მათ დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
ჩვენ ვაფასებთ ლიეტუვის პრინციპულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, განამტკიცოს თავდაცვა და გახადოს იგი რეალურად ქმედუნარიანი ნებისმიერი რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად. ასევე მადლობელი ვარ გიტანას ნაუსედასი ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართ მკაფიო პოზიციისთვის: უკრაინისთვის მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი უნდა გაიხსნას“,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი.


















