უკრაინამ ცნობილ რუს ჟურნალისტს, ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინამ ცნობილ რუს ჟურნალისტს, ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

რუსეთიდან ნევზოროვი მეუღლესთან ერთად მარტში მას შემდეგ გაიქცა, რაც კრემლის უკრაინაში შეჭრა დაგმო. რუსეთის ძალოვანი უწყებები ნევზოროვის დაკავებას „ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ გამო ცდილობენ.

ჟურნალისტმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მანვე დაწერა, რომ რუსეთის ომი დანაშაულია და უკრაინა მისი მსხვერპლია.

„მსხვერპლის მხარეს ვდგავარ და მე მადლობელი ვარ იმ დატანჯული უკრაინელი ხალხის, რომლებმაც საშუალება მომცეს მათ შორის დავიკავო ჩემი ადგილი“, – განაცხადა ნევზოროვმა.

banner
წინა სტატიაშიკითხვა იყო, რამდენად მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებს, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, ეს არის დამატებითი მოტივაცია რეფორმების გასაგრძელებლად – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიადასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან – ლავროვი