უკრაინამ აზოვსტალიდან მარიუპოლის დამცველების პირველი ცხედრები მიიღო

მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ცხედრები კიევში გადაასვენეს. ათობით ცხედარი ამოიღეს აზოვსტალის ქარხნის ნანგრევებიდან და გადაასვენეს უკრაინაში, სადაც მიმდინარეობს დნმ-ის ტესტირება მათი ვინაობის დასადგენად.
ამის შესახებ Associated Press-მა აზოვის პოლკის ყოფილ მეთაურ მაქსიმ ჟორინს და პოლკის სპიკერ ანა გოლოვკოს მითითებით იტყობინება.
გოლოვკოს თქმით, დაღუპულთა 52 ცხედარი სამხედრო პოლკებიდან გადმოასვენეს. ჟორინმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ გადმოსვენებულ ცხედრებს შორის იყო გარდაცვლილი “აზოვის” ცხედრები.
გარდაცვლილი “აზოვის” ახლობლებმა Associated Press-ის საუბარში განაცხადეს, რომ სულ მცირე ორი სატვირთო მანქანა “აზოვსტალიდან” ცხედრებით გადაიყვანეს იდენტიფიკაციისთვის კიევის სამხედრო ჰოსპიტალში. მათივე თქმით, ზოგიერთი ცხედარი მძიმედ დაიწვა.

banner
წინა სტატიაშიგურამ მაჭარაშვილი – ცუდი და სამწუხაროა, ვინმეს კუბილიუსი საქართველოს უფროსი თუ ჰგონია
შემდეგი სტატიაჩვენ გპირდებით იარაღის სწრაფ მიწოდებას რუსეთის “მცირე წარმატებების” ფონზე – თეთრი სახლი