33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რადიოელექტრონული დაზვერვის ქვედანაყოფი და მტრის სხვა ობიექტები გაანადგურა

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რადიოელექტრონული დაზვერვის ქვედანაყოფი და მტრის სხვა ობიექტები გაანადგურა. ინფორმაციას ქვეყნის გენშტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს კრასნოგვარდეისკის არხზე მდებარე სარკინიგზო ხიდი, რომელსაც რუსული არმია პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადასაზიდად იყენებდა.
ასევე, გასული ღამის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, ასევე წარმატებით განადგურდა:
რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური – არტემივკას რაიონში (ოკუპირებული ყირიმი);
რადიოელექტრონული დაზვერვის ქვედანაყოფი – ქალაქ სევასტოპოლში;
უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) მართვის პუნქტი – დონეცკის ოლქის უკრაინსკის რაიონში;
მტრის სამეთაურო პუნქტი – ზაპოროჟიეს ოლქის ნოვგოროდის რაიონში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ Lukoil-ის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიაSmartplumber – პროფესიონალური სანტექნიკური მომსახურება საქართველოში