უკრაინამ აიცდინა დეფოლტი

პოროშენკო: «უკრაინა და რუსეთი ეს ერთი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვიომოთ»

პოროშენკო - ლუსტრაციის შესახებ კანონი დასახვეწია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეძლო და პრაქტიკულად, დეფოლტი აიცილა. მან აღნიშნა, რომ შესაძლებელი გახდა ფინანსური სისტემის სტაბილიზირება, საგარეო ვალის ნაწილის ჩამოწერა, ოქროს და სავალუტო რეზერვების აღდგენა და შევსება. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი მინიმალურად გაიზარდა ბოლო ექვსი კვარტალის მანძილზე. თუმცა რეფორმებს ჯერ არ მოჰყოლია მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლება. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „უკრაინაში მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები და ფართომასშტაბიანი ეკონომიური აგრესია რუსეთის მხრიდან. ადრე აღნიშნული იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო ვალმა 70 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2014 წლის დასასრულს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაიზარდა 15,77 გრივნით და 21,53 გრივნით 2015 წლის სექტემბერში.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი და ამერიკის კონგრესი ცდილობენ კომპანიების Apple, Google და Microsoft-ის მომხმარებლების მიმოწერაზე წვდომის მიღებას
შემდეგი სტატიაNDI-„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“