უკრაინამ 45 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების ცხედრების გადმოსვენების მორიგი ოპერაცია შედგა და უკრაინამ 45 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

უწყების ცნობით, აღნიშნული ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პირების, კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით ჩატარდა და ის ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა.

დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების პროცესი, ჟენევის კონვენციის წესების შესაბამისად გრძელდება.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა სლავიანსკი დაბომბეს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი
შემდეგი სტატიაპარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო