10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

უკრაინამ 45 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა

უკრაინამ 45 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Бук-М3 გაანადგურა.

ამის შესახებ უკრაინის მე-15 საარტილერიო დაზვერვის ბრიგადამ – „ჩორნი ლისმა“ განაცხადა.

ბრიგადამ ოპერაციის ამსახველი კადრები გაავრცელა, რომლებზეც ჩანს, როგორ უმიზნებენ მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

„ჩვენ სისტემატურად ვანეიტრალებთ მტრის საჰაერო თავდაცვას და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ვაღატაკებთ“
– ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.

Бук-М3 რუსეთის შეიარაღებაში 2016 წელს შევიდა, ის წარმოადგენს თანამედროვე საშუალო რადიუსის საზენიტო-სარაკეტო სისტემას, რომელიც რუსეთის მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილია. მას შეუძლია თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტების, დრონებისა და სხვა საჰაერო საფრთხეების ჩამოგდება 70 კილომეტრამდე მანძილზე და 35 კილომეტრამდე სიმაღლეზე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიაუკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს