უკრაინამ 4 ოლქზე იერიში 32 დრონით მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ 32 დრონით იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის 4 ოლქზე. ამის შესახებ რუსული უწყება ტელეგრამ-არხზე წერს.

“გასულ ღამეს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით”. – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის, ორიოლის, კურსკის და მოსკოვის ოლქების თავზე გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაში„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება“ – პაველ ჰერჩინსკი
შემდეგი სტატიამსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ენაზე ავრცელებს