უკრაინამ 4 300 მეტრის სიმაღლეზე რუსული იშვიათი, ძვირადღირებული დამრტყმელი დრონი Форпост-Р ჩამოაგდო – იტყობინება უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი.
ძვირადღირებული საფრენი აპარატი, რომელიც შექმნილია ლაზერული დამიზნების მართვადი ავიაბომბების – KAB-20-ის გადასატანად, უკრაინული წარმოების დრონი-გადამჭერის, Чаклун-КМ-ის გამოყენებით ჩამოაგდეს. სპეციალიზებული საჰაერო ოპერაცია 414-ე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ბრიგადის, „მადიარის ჩიტების“ მე-7 ბატალიონ „ტოპოტის“ პილოტებმა განახორციელეს“ – წერს მადიარი.
Форпост-Р-ის განადგურება რუსული ავიაციისთვის მნიშვნელოვან ტაქტიკურ დანაკარგს წარმოადგენს, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ეს ამ კონკრეტული მოდელის დრონის ვიზუალურად დადასტურებული განადგურების მხოლოდ მეექვსე შემთხვევაა.
ფრონტის ხაზზე დრონების ოპერაციების უზარმაზარი მოცულობის მიუხედავად, Форпост-Р უკიდურესად იშვიათ სამიზნედ რჩება. მადიარის თქმით, ეს СБС-ის სარდლობის მიერ დაფიქსირებული ამ ტიპის ჩამოგდების მხოლოდ მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2025 წლის აპრილში იმავე მოდელის დრონი პირველად გადაიჭირეს.















