უკრაინამ 33 მლრდ გრივნის რუსული აქტივები გაყინა – ვენედიქტოვა

უკრაინამ, სულ მცირე 33 მლრდ უკრაინული გრივნის რუსული აქტივები გაყინა – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

ვენედიქტოვას ინფორმაციით დაყადაღებულია:

რუსი ოლიგარქის მიხაილო ფრიდმანის ფასიანი ქაღალდების სახით 469 მლნი უკრაინული გრივნა, 12 მლრდ.
რუსი ბიზნესმენის მიხაილო შელკოვის, შპს „დემურინსკის სამთო და გადამამუშავებელი ქარხანა“;
შპს “VSMPO Titan of Ukraine”, რომელიც არის რუსული კორპორაციის VSMPO-Avisma-ს შვილობილი კომპანია”;
რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას შპს “Mykolaiv Alumina Plant;
რუსი ბიზნესმენის ანდრიი მოლჩანოვის შპს „აეროკი“;
რუსი ბიზნესმენების სერხი ყაბარგინის და ლუდმილა სოლოვიოვას სს “Kirovogradske rudoupravlinnia”;
ცხრა უკრაინული საწარმო, რომელიც ეკუთვნის რუსულ ჰოლდინგებს Rostyeh, Tatneft, RusAL, HMS Group და მათი 70 უძრავი ქონების ობიექტი;
შპს „ავგუსტ უკრაინის“ საქონელი, რომელმაც მცენარეთა დაცვის საშუალებები ბელორუსიიდან შემოიტანა.
გარდა ამისა, ვენედიქტოვამ სიაში შეიყვანა , რუსულ ბიზნესთან დაკავშირებული, უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრო ფირტაშის ქონებაც, რომელიც მოიცავს 26 რეგიონულ გაზის კომპანიას და შპს “სპორტ-ტური საინვესტიციო კომპანიას”.

ამ კომპანიის დახმარებით, ვენედიქტოვას თქმით, ვიქტორ მედვედჩუკმა და მისმა მეუღლემ კოტეჯის ასაშენებლად მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებიდან ამოიღეს.

ვენედიქტოვას ინფორმაციით ჯამში, ჩამორთმეული ქონებაა- 13 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 10 გემი, თითქმის 19 000 სარკინიგზო ვაგონი, 26 რეგიონული გაზის კომპანია, 200-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური, 11 ნავთობის საცავი, ასობით მანქანა, მიწის ნაკვეთები, შენობები და სხვა აქტივები, ხოლო დაყადაღებული ქონების ოდენობის დადგენა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის შეთანხმება არის აქტუალური დღეს, როგორც არასდროს – ნაცვლიშვილი