უკრაინამ 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდა. პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

როგორც ცნობილია, სასანქციო სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან ჩართულები.

რაც შეეხებათ ფიზიკურ პირებს, მათი უმეტესობა მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ყირიმის ძალოვან უწყებებში მუშაობენ. სიაში ასევე მოხვდა 18 მოსამართლე.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლება მიშას!” – საპროტესტო აქცია “ოცნების” ოფისთან
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარებს საჯარო სილა გააწნეს – ბათუ ქუთელია საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებაზე