უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინამ 2026 წლის ივნისთან შედარებით ივლისში საშუალო სიშორის დარტყმები 126%-ით გაზარდა.
„მიდლსტრაიკი“ (საშუალო სიშორის დარტყმა) – არის მტერზე განხორციელებული შეტევა დაახლოებით 30-დან 200 კილომეტრამდე სიღრმეზე.
ეს არის მანძილი, რომელზეც რუსებს ფრონტისპირა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვთ განთავსებული: საბრძოლო მასალის საწყობები, სამეთაურო პუნქტები, დრონების მართვის პუნქტები, რადარები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილი.
ამ ობიექტების განადგურება პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს რუსული არმიის უნარს, გადაისროლოს რესურსები, განახორციელოს შეტევა და ეფექტურად დაიცვას თავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „საშუალო დარტყმები“ ფრონტზე ოკუპანტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ამცირებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნამდვილი კვანტური ნახტომი გააკეთეს საშუალო სიღრმეზე დარტყმების განხორციელებაში: ჩვენ ვისწავლეთ რუსული ობიექტების ეფექტურად და ეკონომიურად, მომგებიანად განადგურება 200 კილომეტრამდე სიღრმეზე. ახლა კი, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ამართლებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ხუთჯერ გაიზარდა „მიდლსტრაიკის“ საშუალებების შესყიდვის კონტრაქტები.
წინ კიდევ უფრო მეტია.“ – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი















