(video) უკრაინადან ქართველი “კანონიერი ქურდი” გამოაძევეს

უკრაინადან 37 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი ლეჟავა (ამაშუკელი) გამოაძევეს – კიევის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. “ლეჟავამ “კანონიერი ქურდის სტატუსი ციხეში მიიღო. განთავისუფლების შემდეგ, მან გააგრძელა დანაშაულებრივი “კარიერა” და თანამოაზრეთა ჯგუფი შექმნა” – ნათქვამია პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. მათი მონაცემებით, 2013 წელს “კანონიერი ქურდი” უკრაინაში შესვლას ცდილობდა, მაგრამ სამართალდამცველებმა დააკავეს და 5 წლით გაადეპორტეს, ამის შემდეგ მან საქართველოში გვარი შეიცვალა, აიღო ახალი პასპორტი და უკრაინაში ისევ შეეცადა შესვლას “დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საერთაშორისო კონტაქტის დამყარების მიზნით”. როგორც უკრაინის შსს-ს პრეს-სამსახური აღნიშნავს, ირაკლი ლეჟავა (ამაშუკელი) ისევ გაძევებულ იქნა ქვეყნიდან 2019 წლამდე.

banner
წინა სტატიაშისომხეთს”კანონიერი ქურდები” ეწვივნენ
შემდეგი სტატიაჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება