უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შესაძლო წარმატებას ჯერ კიდევ მყარი საფუძველი სჭირდება.
„დღევანდელი მოლაპარაკებების სავარაუდო წარმატება ჯერ კიდევ განსამტკიცებელია. ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მოვდუნდეთ“, – აღნიშნა კისლიცამ.
მისი თქმით, ბევრი საკითხი მხოლოდ ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში გადაწყდება, „იმის გათვალისწინებით, რომ საკითხები კომპლექსურია და რუსეთის ფედერაციის ბუნების გათვალისწინებით, სადაც პრაქტიკულად თითოეული საკითხი, რომელიც დგას, მხოლოდ პრეზიდენტი წყვეტს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან იყო რამდენიმე მოთხოვნა, რომლებიც უკრაინისთვის მიუღებელია.
ჟურნალისტებმა გეორგი ტიხის დაუსვეს შეკითხვა, დააყენა თუ არა რუსეთმა ახალი მოთხოვნები, რომელიც წინა მოლაპარაკებების დროს არ გაჟღერებულა.
საპასუხოდ, ტიხიმ განაცხადა, რომ ეს „ძნელი სათქმელია“ და „საჭიროა შედარება“.
„ჩემი შეხედულებით, დიახ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.