უკრაინა უკვე აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომელიც პორტებს რუსეთისგან დაიცავს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე მუშაობს ისეთი საშუალებების წარმოებაზე, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პორტების ინდუსტრიების დაცვა რუსული თავდასხმებისგან.

“რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება”, – თქვა დანილოვმა.

ამის შესახებ დანილოვმა უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ეს გეგმა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვისთვის 100%-იან გარანტიას არ იძლევა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მე გამიჭირდება იმის ახსნა, რა კავშირშია ამერიკის საელჩო და რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული აღნიშნულ გადაწყვეტილებებსა და იმ სიბინძურეში, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა
შემდეგი სტატიაუილიამ ბერნსი – რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს