უკრაინა უახლოეს წლებში გაზის ექსპორტიორი გახდება – დენის შმიგალი

„უკრაინა უახლოეს წლებში ბუნებრივი აირის ექსპორტიორი გახდება“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზის მოხმარების შემცირების გამო, უკრაინას თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ საკუთარი წარმოებითვე შეუძლია.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გაზის მწარმოებელ კომპანიებთან პროდუქციის გაზიარების 11 ხელშეკრულება გაუფორმა.

„ერთ-ერთი მათგანი რეალიზების პროცესშია და რომლის დამატებითი წარმოებაც უკვე მიმდინარეობს… დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა უახლოეს წლებში გახდება ბუნებრივი აირის ექსპორტიორი“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშივეთანხმები, დღეს მთავრობაში არ არიან ომის ადამიანები და არესტოვიჩი ადასტურებს, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ომის ალში გაეხვეოდა – წულუკიანი
შემდეგი სტატია„აზოვსტალში“ დარჩენილი უკრაინელი მებრძოლები თურქეთში ევაკუაციას ითხოვენ“ – „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი