უკრაინა წელს 4 ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს

ომით განადგურებული უკრაინა აცხადებს, რომ აპირებს ამ წლის ბოლოს ოთხი ახალი ატომური ენერგიის რეაქტორის აშენებას, რათა გააძლიეროს მისი ენერგეტიკული შესაძლებლობები, რადგან მისი კონფლიქტი რუსეთთან გრძელდება,-იტყობინება Reuters.

ოთხივე რეაქტორი აშენდება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე, უკრაინის დასავლეთში, მშენებლობა კი ამ ზაფხულს ან შემოდგომაზე დაიწყება,-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.

ორი ბლოკი,რომელიც მოიცავს რეაქტორებს და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას დაფუძნებული იქნება რუსული წარმოების აღჭურვილობაზე, რომლის იმპორტი უკრაინას სურს ბულგარეთიდან, ხოლო დანარჩენი ორი გამოიყენებს დასავლურ ტექნოლოგიას ელექტრო მოწყობილობების მწარმოებელი Westinghouse-ისგან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი საგანგებო განცხადებას ავრცელებს