უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არც იურიდიული და არც მორალური უფლება აქვს, დათმოს თავისი ტერიტორიები რუსეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები დღეს კომპრომისებს ეძებენ.
“ჩვენ კანონით, უკრაინის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის მიხედით ტერიტორიული დათმობების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ამის არც მორალური უფლება გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არაფრის დათმობა გვსურს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა არაფრის დათმობა. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. ამერიკელები დღეს კომპრომისებს ეძებენ,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ ტერიტორიები დათმოს.



















